Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია ჯემალ აჯიაშვილი – 80

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა, აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი და ისრაელის ცენტრი 2024 წლის 22-23 მარტს გამართავენ ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის,  ჯემალ აჯიაშვილის, დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

 

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ქართველოლოგია

თარგმანმცოდნეობა

ლიტერატურათმცოდნეობა

აღმოსავლეთმცოდნეობა

დასავლეთევროპული ენები და ლიტერატურა
კავკასიოლოგია
ამერიკანისტიკა

სლავისტიკა
რუსეთისმცოდნეობა
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ხელოვნება

ისტორია
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ინტერდისციპლინური კვლევები

 

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციის ჩატარების თარიღი:  22-23 მარტი, 2024

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  28 თებერვალი, 2024

ელ.ფოსტა: tsuconference@tsu.ge

გამოიცემა კონფერენციის თეზისების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელიც აიტვირთება თსუ ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე და  ინდექსირებული იქნება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.

საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ekaterine.navrozashvili@tsu.ge

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

დანართში იხ. თეზისების გაფორმების წესი.